ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს სამშაბათს დაკრძალავენ. პანაშვიდები კი კვირას და ორშაბათს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ლაშა ბასლანძის მეგობარი, ლევან კირვალიძე ავრცელებს.
„ჩემი საიმედო ადამიანის და მეგობრის, ძმაკაცის ჩემი ბასლას სამძიმარი: კვირას და ორშაბათს დიღომი 7, ოლა სოლოღაშვილის I შესახვევი N9
https://maps.app.goo.gl/EE9XV3Vb1gxLzHTz5?g_st=ipc
გამოსვენება სამშაბათს, საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან, 14:00 საათზე,“ – წერს ლევან კირვალიძე.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
კომენტარები
