იუნესკოს კონფერენციის ფარგლებში, სამარყანდში, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დღეს, სამარყანდის მუსიკალურ-დრამატულ თეატრში ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი გაიმართება, რომელსაც იუნესკოს ხელმძღვანელობა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, ასევე მასპინძელი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები. მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია.
გუშინ კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სესიაზე მოხსენებით გამოვიდა. მაკა ბოჭორიშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები.
კომენტარები
