მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველი ძიუდოისტი გიორგი ჯაბნიაშვილი (-90 კგ) ტურნირის ჩემპიონი გახდა. მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს პირველი ოქროს მედალია.
ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ესპანელ აარონ სანტამარიას, მეოთხედფინალურ შეხვედრაში პორტუგალიელ პედრუ ლიმას, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ასლან კოცოევს სძლია. ფინალურ შეხვედრაში კი გიორგი ჯაბნიაშვილმა მოლდოველი მიხაილ ლატისევი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებისთვის 2025 წლის ძიუდოს 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ეს მეორე მედალია. მანამდე, კოტე კაპანაძე (-81 კგ) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
