აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების დასაკუთრებას განაგრძობს.
მისი თქმით, დაჯგუფება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგაც არღვევს პირობას და ღაზის სექტორში შესულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ტვირთებს კვლავ ხელში იგდებს.
ამასთან, მარკო რუბიო ავრცელებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ დრონის კადრებს, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, რომ „ჰამასის“ წევრები ჩრდილოეთ ღაზაში დახმარების მიმწოდებელ სატვირთო მანქანას აკონტროლებენ.
„„ჰამასი“ აგრძელებს ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩამორთმევას, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ. ეს ქურდობა ძირს უთხრის საერთაშორისო ძალისხმევას პრეზიდენტ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის მხარდასაჭერად, რომელიც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კრიტიკული დახმარების გაწევას ისახავს მიზნად. „ჰამასი“ დაბრკოლებაა. მათ უნდა დაყარონ იარაღი და შეწყვიტონ ძარცვა, რათა ღაზას უკეთესი მომავალი ჰქონდეს“, – წერს რუბიო.
