აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპმთან ჩინეთზე საუბრის შესახებ წერს. ჰეგსეტის თქმით, ის და ტრამპი თანხმდებიან იმაზე, რომ „შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი“.
ის ასევე ამბობს, რომ შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ადმირალ დონგ ჯუნთან და აღნიშნავს, რომ „მშვიდობა, სტაბილურობა და კარგი ურთიერთობები ჩვენი ორი დიდი და ძლიერი ქვეყნისთვის საუკეთესო გზაა”.
„პრეზიდენტ ტრამპისა და თავმჯდომარე სი ძინპინის ისტორიული შეხვედრის შემდეგ, ასევე პოზიტიური შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ადმირალ დონგ ჯუნთან, მალაიზიაში. ადმირალი და მე ვთანხმდებით, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და კარგი ურთიერთობები ჩვენი ორი დიდი და ძლიერი ქვეყნისთვის საუკეთესო გზაა. ადმირალ დონგთან ერთად ასევე შევთანხმდით, რომ უნდა შევქმნათ სამხედრო არხები კონფლიქტების დეესკალაციისა და ნებისმიერი წარმოშობილი პრობლემის დეესკალაციის მიზნით.
ამ საკითხზე მალე კიდევ ბევრი შეხვედრა გვექნება. ღმერთმა დალოცოს როგორც ჩინეთი, ასევე აშშ!”– წერს თავდაცვის მინისტრი.
