რუსეთმა ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე იერიში მიიტანა. თავდასხმას ოდესაში 2 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი გაჩნდა ავტოსადგომზე.
დნეპროპეტროვსკში სამიზნეში სამარის რაიონი მოექცა. ვრცელდება ცნობები 4 დაღუპულისა და 10 დაშავებულის შესახებ. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა დრონებისა და არტილერიის გამოყენებით განხორციელდა, შედეგად რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
კომენტარები
