იტალიის ქალაქ გალიპოლიში სენიორებს შორის დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც საქართველომ 3 მედალი მოიპოვა.
50+ ასაკობრივ კატეგორიაში მიხეილ კეკელიძემ 11-დან 9 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა. 65+ ასაკობრივ კატეგორიაში 11-დან 8.5 ქულით ვიცე-ჩემპიონი გახდა ზურაბ სტურუა, ხოლო ქალებს შორის ნონა გაფრინდაშვილმა 11-დან 7.5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
მსოფლიო პირველობაზე, რომელიც შვეიცარიული სისტემით ჩატარდა, 64 ქვეყნის 458 მონაწილე გამოდიოდა.
კომენტარები
