საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. თანამსახურებდნენ ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი, ვატოპედის მონასტრის წევრები და სხვა სასულიერო პირები.
წირვის დასრულების შემდეგ წმინდა მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ლუსკუმასთან სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა გადასცა. მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებაში დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
