პროკურატურამ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ყვარელში 31 ოქტომბერს და 01 ნოემბერს ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 2 ძაღლი.
“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია – 2 ეპიზოდი), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები
