რუსეთის იერიშის შედეგად დონეცკის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ერთი პირი.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, დაღუპულთაგან ორი – მირნოჰრადზე თავდასხმას, ერთი პირი კი სტარორაისკზე იერიშს ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა ფრონტის ხაზსა და საცხოვრებელ სექტორზე 2 328 დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის სამიზნე იყო ექვსი დასახლებული პუნქტი: მიკოლაევკა, მირნოგრადი, სლოვიანსკი, რაიგოროდოკი, სტარორაისკე და კრამატორსკი.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში, დაზიანებულია 19 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის ეკლესია და 18 საცხოვრებელი შენობა. რუსებმა თავდასხმისას „იტალმასის“ და „მოლნია-2-ის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით, რაც ომის დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.
