ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ მათი ბიზნეს პარტნიორ ბობ მეიერისთვის გადახდილ თანხებსა და სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
„ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორია. ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო. შესაბამისად, საფუძვლიანი ეჭვია იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ბატონმა ხაზარაძემ და ბატონმა ჯაფარიძემ წააგეს პარიზის საარბიტრაჟო, სადაც სახალხოდ შერცხვენ და გამომჟღავნდა იქ, რომ თურმე, 1,5 მლრდ დოლარი უნდოდათ წაეღოთ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან, შემდეგ უკვე ვაშინგტონის საარბიტრაჟოში ეს სარჩელი შეიტანა ბატონმა მეიერმა, რომ წაგების შემთხვევაში, ვთქვათ, ეს სირცხვილი თავიდან აერიდებინათ ბატონ ჯაფარიძე-ხაზარაძეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ და ყველა ხვდება იმას, რომ ისინი სინქრონში მოქმედებდნენ. უბრალოდ, იქ მომჩივანისა სახელი იყო მეიერი, ნაცვლად ბატონი ხაზარაძის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
