როგორც კი გამოჩნდება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის რაღაც სასიკეთო პროექტი, იმავე წამს დესტრუქციული ოპოზიცია იწყებს მის გაშავებას. ახლაც ასე მოხდა, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელსაც ახორციელებს მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი Emaar ჯგუფი და რომელიც შეადგენს 6,5 მილიარდს. ოპონენტების მიზანია როგორმე ჩაშალონ ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, რისთვისაც იყენებენ მათთვის ჩვეულ მეთოდს, სიცრუეს, – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, არაბული ინვესტიცია უდიდეს როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში და ის „შიშები“ რითაც პროექტის ოპონენტები აშინებენ მოსახლეობას, ფუჭია, ვინაიდან სახელმწიფოს ყველაფერი დაზღვეული აქვს.
„როგორც კი გამოჩნდება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის რაღაც სასიკეთო პროექტი, იმავე წამს დესტრუქციული ოპოზიცია იწყებს მის გაშავებას. ახლაც ასე მოხდა, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელსაც ახორციელებს მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი Emaar ჯგუფი და რომელიც შეადგენს 6,5 მილიარდს. ოპონენტების მიზანია როგორმე ჩაშალონ ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, რისთვისაც იყენებენ მათთვის ჩვეულ მეთოდს, სიცრუეს. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარად არის. ეს უპრეცედენტო ინვესტიცია უდიდეს როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში და ის “შიშები” რითიც პროექტის ოპონენტები აშინებენ მოსახლეობას ფუჭია, ყველაფერი დაზღვეული აქვს სახელმწიფოს. ეს 6,5 მილიარდიანი პროექტი არის გაგრძელება იმ უდიდესი ინვესტიციის, რომელსაც წლებია ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი. მისმა გაკეთებულმა უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურამ და რაც მთავარია მშვიდობის შენარჩუნებამ, ბიძგი მისცა ინვესტორებს უსაფრთხოდ დახარჯონ დიდძალი თანხა ქვეყანაში. ამ არაბული ინვესტიციის სკეპტიკოსები კი მინდა დავამშვიდო. სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ჩართული ქვეყნის განვითარებაში, საქართველოს არაფერი ემუქრება.“ – წერს ფოჩხუა.
