საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაკავებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეი კალი თავისუფალია.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ფეხმძიმე ქალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, თუმცა, დაკავებიდან მას ეს ვადა მოხდილად ჩაეთვალა. დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 ათასი ლარის ოდენობით.
წარდგენილი ბრალის მიხედვით, ახალგაზრდა ქალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგში 12 კილოგრამი მარიხუანა და 2 კილო ჰაშიში აღმოუჩინეს. ბელა მეი კალი აცხადებს, რომ ნარკოტიკების შემოტანა წამებით აიძულეს.
“გენერალურ პროკურატურაში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მათ, ვინაიდან მათ გაითვალისწინეს ბელას პიროვნება და მისი ფინანსურის მდგომარეობაც, რომლის ფარგლებმაც დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ამ პირობებში გაყფორმდა მას საპროცესო შეთანხმება“, – აცხადებს ადვოკატი მალხაზ სალაყაია.
