საქართველო დღეს დგას ისტორიული გარდატეხის წერტილში, ქვეყანამ შეძლო და მოიზიდა 6 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ საქართველო აღიქმება როგორც სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ქვეყანა საერთაშორისო საინვესტიციო არენაზე. სწორედ ამ წარმატების ყველაზე ნათელი მაგალითია Emaar Group-ის მიერ განხორციელებული 6.5 მილიარდიანი პროექტი ინვესტიცია, რომელიც რეალურად ცვლის ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურას და საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე აყენებს, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საქართველო იძენს ახალ იდენტობას და ხდება ქვეყანა, რომელიც აღარ ელოდება გარედან დახმარებას, არამედ თავად ხდება რეგიონის ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. მისი თქმით, სწორედ ასეთი პროექტებით იწერება ქვეყნის განვითარების თანამედროვე ისტორია. „საქართველო დღეს დგას ისტორიული გარდატეხის წერტილში, ქვეყანამ შეძლო და მოიზიდა 6 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ საქართველო აღიქმება როგორც სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ქვეყანა საერთაშორისო საინვესტიციო არენაზე. სწორედ ამ წარმატების ყველაზე ნათელი მაგალითია Emaar Group-ის მიერ განხორციელებული 6.5 მილიარდიანი პროექტი ინვესტიცია, რომელიც რეალურად ცვლის ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურას და საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე აყენებს. ეს პროექტი უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის, ეს არის საქართველოს ეკონომიკური რენესანსის დასაწყისი. თბილისსა და გონიოში თანამედროვე ქალაქური სივრცეების შექმნა ნიშნავს ათიათასობით სამუშაო ადგილის გაჩენას, ახალი ბიზნესების წამოწყებას, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას და ქვეყნის ეკონომიკური ციკლის სტიმულირებას. ინვესტიციის შედეგად შეიქმნება როგორც დროებითი ასევე მუდმივი სამუშაო ადგილები, ახალი შესაძლებლობა გაჩნდება ტურიზმის, მომსახურების, კომერციისა, ინფრასტრუქტურის და სხვა სფეროებში. საუკუნის ინვესტიციას აქვს უნარი, საქართველოში ჩამოაყალიბოს ახალი მიზიდულობის ცენტრი სივრცე, რომელიც გახდება რეგიონული ეკონომიკური და ტურისტული ცენტრი, გააჩენს ახალ სტანდარტებს ქალაქური დაგეგმარებისა და ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების კუთხით. პროექტის მიმდინარეობისას და შემდგომ წლებში საქართველოს ეკონომიკა დამატებით მინიმუმ 2%-ით გაიზრდება, რაც განსაკუთრებული მაჩვენებელია რეგიონის/მსოფლიო მასშტაბით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება ისე, რომ სახელმწიფოს არანაირი ფინანსური ვალდებულება არ აქვს(ალბათ გახსოვთ, ხაზარაძე, ანაკლიის მშენებლობის დროს სახელმწიფოსგან გარკვეულ გარანტიებს, რომ ითხოვდა)მათ შორის ფინანსურს)) ინვესტორი საკუთარ სახსრებით ქმნის ინფრასტრუქტურას, ხოლო პროექტის შემოსავლების 33% პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. რაც რეალურ, გაზომვად სარგებელს ნიშნავს, თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, მეტი შემოსავალი ბიუჯეტში ნიშნავს მეტ ხელფასს, მეტ პენსიას, მეტ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამას. სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, ქვეყნისთვის სასიკეთო პროცესებს პარალელურად მოჰყვება დეზინფორმაციისა და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების ტალღა. ამჯერადაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ამ ისტორიული პროექტის დისკრედიტაციას, რათა შექმნან შიში და გაურკვევლობა. მაგრამ შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ, ინვესტიცია არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის, პირიქით ის აძლიერებს სახელმწიფოს, ეკონომიკას და საზოგადოებას. საქართველო იძენს ახალ იდენტობას. ქვეყანას, რომელიც აღარ ელოდება გარედან დახმარებას, არამედ თავად ხდება რეგიონის ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. სწორედ ასეთი პროექტებით იწერება ქვეყნის განვითარების თანამედროვე ისტორია. ისტორია, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე, შრომაზე, პროგრესზე და ნდობაზე.“ – წერს ჩიხელიძე.
