ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიზანი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედება და ოპოზიციის მხარდაჭერა იყო, – განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ პოლიტოლოგმა, მწერალმა, ქუინსის ინსტიტუტის Responsible Statecraft-ის ევრაზიის პროგრამის დირექტორმა ანატოლ ლივენმა კითხვის საპასუხოდ, თუ რას ისახავდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიზნად საქართველოში ვიზიტით.
მისივე თქმით, ევროკავშირი არასოდეს ცდილობს ჩაეძიოს დეტალებს არჩევნების შეფასებისას როდესაც მისთვის მიუღებელმა ძალამ მოიპოვა მასში სამართლიანი გამარჯვება.
„შესაბამისად ისინი არ იშურებენ კრიტიკას. მიმაჩნია რომ დასავლეთს არ აქვს კრიტიკას უფლება. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო სისტემა ნანგრევებად არის ქცეული, ბრიტანული სისტემა კი სუფთა დემოკრატიული თვალსაზრისით, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე ძალიან უცნაურად გამოიყურება რბილად რომ ვთქვათ“, – აღნიშნა ანატოლ ლივენმა.
ანატოლ ლივენმა ასევე ისაუბრა ევროკომისიაზეც.
„გზავნილი, რომ ბრიუსელი მოითხოვს მორჩილებას, რომ ან მიჰყვები მათ მითითებებს ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში მიღება კი არა – მასში გაწევრიანების პროცესიც კი ვერ დაიწყება, აქამდე მიღწეული შეთანხმებები კი დაირღვევა. სწორედ ეს არის მათი მიდგომა, მათ ასევე აქვთ სურვილი რომ საქართველო სამაგალითოდ დასაჯონ ევროკავშირის ნების საჯარო წინააღმდეგობისთვის“, – აღნიშნა ანატოლ ლივენმა.
