დაინახეს, რომ მათი უგვანო პოლიტიკა ფიასკოთი დამთავრდა და ახლა განტევების ვაცებს ეძებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ალეკო ელისაშვილი თუ მის ამ ლოგიკას გაჰყვება, ყველაზე დიდი რუსული სპეცოპერაცია მაშინ იყო, როდესაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები უკანონოდ გამოაცხადეს და თავიანთ ამომრჩეველს მანდატები სახეში მიაყარეს“.
„ეს იყო ყველაზე დიდი უკანონობა და ყველაზე დიდი რუსული სპეცოპერაცია. ახლა გაჰყვეს და ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ ლიდერებში მოიკვლიოს, ვინც ეს გააკეთა. თურმე რუსული სპეცოპერაციის აღმსრულებლები ყოფილან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კომენტარები
