ევროკომისიის დასკვნა სხვა არაფერია, თუ არა ანტიქართული განცხადება. მათ თავი ვერ შეიკავეს და ანგარიში აშკარა ტყუილებით გაავსეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველოზე გავლენა მოახდინონ.
„ქართველი ხალხი ზეწოლას, ბულინგს არ ექვემდებარება, მით უმეტეს, ხელისუფლება. ევრობიუროკრატები იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ მათი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი. საქართველოს პროგრესი და წინსვლა აშკარად ჩანს და მათ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ისინი საქართველოს პრინციპულობას ვერ შეცვლიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
კომენტარები
