იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება.
მისი თქმით, გაჟღერებული ინფორმაციას საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, ვინაიდან ყველა ხედავს რას ჩადიოდა და ჩადის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ.
„გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ჩადიოდნენ და ჩადიან სამწუხაროდ დღეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. იგულისხმება რა თქმა უნდა საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა. ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. რაც შეეხება ამ ფატების სამართლებრივ შეფასებას, ეს არის საგამოძიებო სამსახურების საქმე და ყველა აქვს შესაძლებლობა, რომ სამართლიანი სასამართლოს არსებობის შედეგად, თავიანთი პოზიციები დაიცვან სასამართლოში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
