ეს დოკუმენტი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და კონკრეტულ მიზანს ემსახურება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას. მან ყურადღება გაამახვილა ამ ანგარიშის შინაარსზე.
„ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოხსენების ავტორებმა არ იცოდნენ ის, თუ რამდენად რეზოლუციას, განცხადებას თუ სხვა პოლიტიკურ დემარშს შეუერთდა საქართველო, როდესაც უკრაინის ინტერესებს იცავდა. ზუსტად იციან, რომ არ შეესაბამება არცერთ დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას რევოლუციის მოწყობა, ფიზიკური დაპირისპირების ორგანიზება, ცეცხლის დანთება, პარლამენტის გადაწვის მცდელობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ცნობილია და როდესაც ამ მოხსენებაში საწინააღმდეგო პოზიციას აყალიბებ, რასაკვირველია აქ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს დოკუმენტი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და კონკრეტულ მიზანს ემსახურება“, – აცხადებს ვოლსკი.
