ზუსტად იგივე ხალხი, ვინც 7 ნოემბრის დანაშაული შექმნა, დღესაც საუბრობს, რომ უნდა შევარდნენ „იმედში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 18 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბრისას.
„ქალბატონმა იუკნევიჩიანემ გუშინ რა თქვა – რომ „იმედი“ უნდა გააქრონ, ხომ? საერთო ჯამში ეს აჩენს, რომ მათი დაკვეთა იყო, ნებისმიერი ოპონენტი, ვინც სააკაშვილს ჰყავდა, უნდა გაექროთ, გაეუქმებინათ, მოეცილებინათ და სადღაც რეზერვაციაში შეეყარათ. ეს იყო სინამდვილეში ის ევროპა, რომელსაც გვიშენებდა სააკაშვილის ხელით ევროპული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. რამდენიმე ლოკაციაზე მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ტელეკომპანია „იმედში” შეიჭრა.
კომენტარები
