იმედი აქვთ, რომ მე თუ დამასანქცირებენ, მერე თქვენც [„იმედს“] შეგექმნათ პრობლემები. ასე გვაჩერებს იგივე ხალხი, რომელმაც 2007 წელს სხვანაირად გაგვაჩერა, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იმედის დღეში“,
გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა – კერძო კომპანიისა და მისი მფლობელის დასანქცირება ეს არ არის პირდაპირ სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა?
„რა თქმა უნდა არის. მაგალითად, „იმედის“ დირექტორზე რატომ არ ლაპარაკობენ? ისაა დირექტორი, მე აქ ათასში ერთხელ მოვდივარ – იმიტომ რომ, ცუდად გამოჩნდება, პირდაპირ თავისუფალ სიტყვაზე დარტყმაა ტელევიზიის დირექტორის დასანქცირება. და მე – თურმე აბრამოვიჩი ჩემგან ლაპარაკობს, თურმე ინგლისელი ჟურბალისტი გამიჩერებია, რომელიც არ შემოუშვეს; მთავარია ბევრი ნაგავი ჩემი სახელის გარშემო მოხვდეს და მერე რას გაერკვევი, ათასობით ადამიანს ასანქცირებენ… რატომ მასანქცირებენ, რადგან იმედი აქვთ, რომ მე თუ დამასანქცირებენ, მერე თქვენც [„იმედს“] შეგექმნათ პრობლემები. ასე გვაჩერებს იგივე ხალხი, რომელმაც 2007 წელს სხვანაირად გაგვაჩერა“, – აღნიშნა რუხაძემ.
