საქართველოს პოლიცია იქცევა ბევრად უფრო თავშეკავებულად, უფრო ცივილიზებულად, ვიდრე მსგავს შემთხვევებში იქცევიან დასავლეთში, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე საუბრისას.
„ჩვენ ვხედავთ ისეთ რამეს, რასაც მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ მოითმენს, როდესაც ქვეყნის ყველაზე მთავარი ქუჩა ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე საათით აქვს გადაკეტილი რამდენიმე ათეულ ადამიანს. მსგავსი უფლება არსად არსებობს და ნებისმიერი ქვეყანა ამას აღკვეთდა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კომენტარები
