„ქრონიკას“ ხელში ჩაუვარდა მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები. აუდიოჩანაწერში ისმის ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ხმები.
ჩანაწერში ხოშტარია ამბობს, რომ უცხოელებისგან მიიღო დავალება, გადაეცა ინფორმაცია, მათ შორის სამხედრო შინაარსის. ამავე ჩანაწერით იკვეთება, რომ ოპოზიციას საშინაო საქმეები და გამოგონილი ამბები გარეთ საქაღალდეებით გაჰქონდა.
„ამბობენ, რომ ბიძინას ამას არ შევარჩენთ. მაშინვე გვითხრეს თემები, რა თემები აინტერესებთ. მაგალითად, ინფორმაცია იმ რუსულ ბიზნესებზე, რომელიც აქ იხსნება. მაგალითად, ნავთობის შესყიდვაზე, სამხედრო სფეროში. მოკლედ, კონკრეტული სია ჩამოგვიწერეს კითხვების და გვითხრეს, ამ თემებზე მოგვაწოდეთ-ხოლმე მუდმივი ინფორმაცია. დაახლოებით, 100-გვერდიანი დოკუმენტი შევკარით, რაღაცებს ვუგზავნიდით გადასამოწმებლად, რაღაცას უკვე დადასტურებულ დოკუმენტებს და ასე შემდეგ. წინა ჩასვლაზე, სადღაც 2 თვის წინ თქვეს, რომ მუშაობენ ამერიკელებთან და ბრიტანელებთან, რომ ეს სანქციების თემა და… რაც არ არის მარტივი, რადგან ამერიკელებისთვის ეს სანქციების თემა არის ბევრად უფრო დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, ანუ როდის დაიწყონ, როგორ დაიწყონ, დაიწყონ, არ დაიწყონ, რა მოჰყვება შიგნით და ასე შემდეგ. ანუ, ბევრად უფრო დიდი გავლენა ექნება ამას, დიდი ძვრები იქნება, ვიდრე უკრაინამ რომ გააკეთოს ეს. თუმცა, კარგი არის ის, რომ უკრაინელები ლობირებენ ჩვენთან ერთად ამ თემას, ანუ ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად იმუშავებს დასავლეთში ამათ დასასანქცირებლად. დასავლეთში არის აზრი, რომ სანამ ბიძინამდე მიხვალ, ბიძინა უნდა იყოს ბოლო წერტილი, რომელიც მოიტანს შედეგს, რომ ლუკაშენკოს ვარიანტი არ იყოს, რომ დასანქცირებული პირია….
ამიტომ წნეხის აწევა, არის ტაქტიკა. მეც უცხოელები რომ მეკითხებიან, რომ ეშინიათ, რომ ვთქვათ, რა შედეგს მოიტანს, ვეუბნები, ნუ დაიწყებთ ბიძინათი. ნებისმიერი – ერთი მოსამართლის, ან პროკურორის დასანქცირება, რაღაცას გვიზამს“, – განაცხადა ხოშტარიამ.
