უკრაინელებზე ბევრი რამეა დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში უკრაინელებიდანმომავალ წნეხს ვერ უძლებენ და ამის გამო რაღაცები გადის. თუმცა რაც თქვეს ჩემთან, რაც აინტერესებდათ იყო ირანული დრონების ამბავი, – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აუდიოჩანაწერში, რომელიც „ქრონიკას“ ხელში ჩაუვარდა.
„ეს დრონები ახლა უკრაინაში იქცა სერიოზულ პრობლემად და ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება საქართველოზე გადაფრენით შევიდა რუსეთში ირანიდან ეს დრონები ეს იყო მათთვის მნიშვნელოვანი, თვითონ ახსენეს ეს ამბავი. თუ დადასტურდა რომ ასეთი რაღაც არისო, ეს შეიძლება საფუძველი გახდეს კონსენსუსის ევროკავშირის შიგნით რომ სანქციები გამოვიყენოთო“, – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
„ქრონიკას“ ცოტა ხნის წინ ხელში ჩაუვარდა მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები. აუდიოჩანაწერში ისმის როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ზურა გირჩი ჯაფარიძის ხმა.
