ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეს აცხადებს, რომ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა კონკურენტების შესაკავებლად საკუთარ ბირთვულ შესაძლებლობებზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ნატო-ს ქვეყნებმა საზოგადოებასთან უფრო მეტი ისაუბრონ ბირთვული შეკავების შესახებ, რათა „მათ გაიგონ, თუ როგორ უწყობს ეს ხელს საერთო უსაფრთხოებას“.
„რუსეთი სახიფათო და უკომპრომისო ბირთვულ რიტორიკას როდესაც იყენებს, ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ნატო-ს მშვიდობის შესანარჩუნებლად ძლიერი ბირთვული შემაკავებელი ძალა აქვს“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში.
ამასთან, მარკ რუტემ ბირთვულ შეკავებას ნატო-ს უსაფრთხოების „უმაღლესი გარანტია“ უწოდა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული ომში გამარჯვებულები არ არსებობენ.
„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება ვერასდროს ხდება და ის არასდროს უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მარკ რუტემ.
გასულ წელს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ქვეყნებს, უკრაინის დახმარების კონტექსტში, კრემლის ბირთვული მუქარის იგნორირებისკენ მოუწოდა და ეს იმით ახსნა, რომ ის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების ნიშნებს ვერ ხედავდა.
ცნობისთვის, ოქტომბერში ნატო-მ ბირთვული შეკავების ყოველწლიურ წვრთნები – Steadfast Noon-ი ჩაატარა.
