ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის მოლოდინშია “კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი, რომელიც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ვლადიმერ სტეფანიანს გამოძიება ედავება ბაკურიანში, ნებართვის გარეშე, 5 სასტუმროს, კერძო საბაგიროს, სათხილამურო ტრასისა და ტობოგანის მოწყობას.
გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა, ამ ეტაპისთვის კი დადგენილია მილიონ 895 ათასამდე ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
გამოძიება 3 მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბიზნესმენს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები
