სოციალურ საჭიროებებზე და მსგავს თემებზე ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი არის მიმართული, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობის, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატმა ისაუბრა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ირგვლივ, რომელსაც დღეს პარლამენტში განიხილავენ.
„პარლამენტში განიხილება ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი. დაგეგმილზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია უფრო მეტი ფულადი სახსრის მობილიზება ბიუჯეტში, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა პროგრამაზე, პროპორციულად, უფრო მეტი თანხა გადავანაწილოთ. რა თქმა უნდა სოციალურ საჭიროებებზე და მსგავს თემებზე ბიუჯეტის დაახლოებით ისევ მესამედი არის მიმართული, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობის და მმართველი გუნდის“, – აცხადებს სეფაშვილი.
პარლამენტში დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
