დიპლომატიური მუშაობა გვჭირდება, რომ 2035 წლისთვის ევროპა არა კბილებამდე შეიარაღებული, არამედ სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის გარანტი იყოს, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ესპანეთს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევს.
„როგორი სამყარო გვსურს დავუტოვოთ ჩვენს ახალგაზრდებს, როდესაც ისინი ჩვენი ასაკის იქნებიან? სამყარო, სადაც ევროპის ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი 5%-ია? ჩვენ დიპლომატიური მუშაობა გვჭირდება, რათა 2035 წლისთვის ევროპა არა კბილებამდე შეიარაღებული, არამედ სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის გარანტი იყოს, თუმცა გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით – გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება. თუ ევროპას ავტონომიის მოპოვება სურს, მაშინ თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტის გაზრდა მოგვიწევს“, – აღნიშნა მან.
გასულ თვეში დონალდ ტრამპი ესპანეთს სავაჭრო სანქციებით, მათ შორის ტარიფებით დაემუქრა. თეთრი სახლის ლიდერმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ესპანეთი თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქციის 5%-მდე არ ზრდის.
