ძლიერი ტაიფუნის, „ფუნგ-ვონგის“ გამო ფილიპინებზე, სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული. „როიტერის“ ცნობით, მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია კიდევ ორი პირი. ამასთან, სულ მცირე, სამ ქალაქთან წვდომა შეზღუდულია მეწყერისა და გზების დაზიანების გამო.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ტაიფუნის გამო 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა.
ცნობისთვის, „ფუნგ-ვონგი“ მიმდინარე წელს ფილიპინებზე რიგით 21-ე ტაიფუნია. ფილიპინები კიდევ ერთი ძლიერი ტაიფუნის, „კალმაეგისგან“ მიყენებულ ზარალს ითვლის, რომელმაც ცენტრალურ პროვინციებში წყალდიდობებისა და მეწყერების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი იმსხვერპლა.
კომენტარები
