ეს მრავალი განზომილებით არის მნიშვნელოვანი, როგორც წმინდა ეკონომიკური, მმართველობითი კუთხით ასევე, რა თქმა უნდა უსაფრთხოების კუთხითაც, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები კორუფციული ქმედების სტიმულს მნიშვნელოვნად ამცირებს.
„ამიტომ ეს გადაწყვეტილება, ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის ჯაჭვში ერთ რგოლს წარმოადგენს. კორუფციული გზით შეძენილი ქონების გამო გასამართლებულ პირს გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, არ უნდა ჰქონდეს ამის ლეგალიზაციის საშუალება და ეს კორუფციული გარიგების, ქმედების სტიმულს მნიშვნელოვნად ამცირებს“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
პარლამენტში დღეს კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ.
