პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფარულად შეხვდა.
მისი თქმით, კითხვებს აჩენს ის, თუ რატომ ჩაატარა ელჩმა შეხვედრა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ აქტივობებში არიან მხილებულები.
„საკუთარი რეპუტაციის ჩრდილქვეშ დაყენება არ უნდა აწყობდეს ამ ორგანიზაციებთან, ასეთი ფარული ურთიერთობით. ვფიქრობ, დანარჩენს ალბათ თავად უფრო მეტს გვეტყვის. ჩვენთვისაც ნამდვილად საინტერესოა, რა გახდა იმის საჭიროება, რომ ფარულად ბინაში შეხვედროდა ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ პროცესებში არიან მხილებული“, – განაცხადა წილოსანმა.
„კურიერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფარულად შეხვდა. ე.წ. „დიპლომატიური შეხვედრებისთვის”ამჯერად ჭანტურიას ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი შეირჩა.
