მე ნანახი მაქვს მონაზვნის აღკვეცა რამდენჯერმე და ძაან რთულია ამის ყურება, ანუ რომ უყურებ ამ პროცესს თვითონ, – განაცხადა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, დოროთე ყურაშვილთან ინტერვიუს დროს. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და სასულიერო პირები „მუქები, ანუ შავები” არიან და ინტერესდება, რატომ აქვს „ეს სიმძიმე“ მართლმადიდებლურ ეკლესიას კათოლიკურისგან განსხვავებით.
„ჩვენი ეს ეკლესია, მამაოები, არიან ყველანი მუქები, ანუ – შავები, ჯიპებიც კი შავები უყვართ. კათოლიკურშიც ნამყოფი ვარ, მე კათოლიკეების მარიამობა რომ ვნახე, ქორწილი მეგონა, ისე ზეიმობდნენ, თეთრები ეცვათ. სულ მქონდა ეს შეკითხვა და ბარემ, ვისარგებლებ: რატომ ვართ ასეთი? ფეხზე დგომა – დაჯდომა არ შეიძლება, იქ შეიძლება, ანუ რატომ გვაქვს ეს სიმძიმე ეკლესიაში თქვენი აზრით? იმიტომ რომ თანამედროვედ რაღაცა პროგრესი არ მოხდა თუ რატომ? არ მჯერა, რომ ღმერთი ამას ჩვენგან ითხოვს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
