მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდასთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა.
„ვესაუბრე მინისტრ ჰაკან ფიდანს საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკულ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას. ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან ამ რთულ დროს“, – წერს ბოჭორიშვილი.

კომენტარები
