10 ნოემბერს, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, ბელარუსთან ინტენსიური დიალოგის გზით, მინსკისა და მისი მოკავშირე რუსეთის ერთმანეთისგან დაშორებას ცდილობს, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ ეს მცდელობა წარმატებული იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მათ შორის კავშირები იმდენად მჭიდრო და მრავალმხრივია, რომ სურვილიც რომ ჰქონდეს, ლუკაშენკო პუტინს თავს ვერ დააღწევს. მისი ქვეყანა ფინანსურად და ეკონომიკურად მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, მცდელობად ღირს“, – დასძინა მან.
ნაუსედას ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბელარუსში თავის სპეციალურ წარმომადგენლად ჯონ კოული დანიშნა. ტრამპის თქმით, ეს ნაბიჯი სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„პრობლემა ისაა, რომ სანამ ზოგიერთი პატიმარი თავისუფლდება, ასობით ახალი ციხეში ხვდება. […] ეს გაცვლები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და შედეგის გაზომვა ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა მან.
აშშ-ბელარუსის მოლაპარაკებების შემდეგ, ივნისსა და სექტემბერში ბელარუსის ციხეებიდან 60-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს. მათ 6 ლიეტუვის მოქალაქეა.
