გავიმეორებ, თუ მკითხავთ ბატონო ელჩო, რატომ ხართ სპილო, მე ამაზე არ გიპასუხებთ, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკმა ჟურნალისტებს.
კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „მაშინ, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს განაგრძობს, ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე მუშაობს. ევრობიუროკრატები კი უსაფუძვლო ბრალდებებით ქვეყანას უტევენ. როგორ შეაფასებთ ამას?“
პაველ ჰერჩინსკის თქმით, მზად არის ნებისმიერ გულწრფელ და სერიოზულ კითხვას უპასუხოს.
„გავიმეორებ, თუ მკითხავთ ბატონო ელჩო, რატომ ხართ სპილო, მე ამაზე არ გიპასუხებთ. მზად ვარ გიპასუხოთ ნებისმიერ გულწრფელ და სერიოზულ კითხვაზე“, – განაცხადა მან.
მმართველი გუნდის შეფასებით, ბრიუსელი დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციას ირჩევს, რაც ევროპული ღირებულებებისგან გადახვევას ნიშნავს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველო რჩება ევროინტეგრაციის ერთგული, იმის მიუხედავად, რომ შეტევები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ გრძელდება. ამჯერად ოპოზიცია და კონკრეტული ევრობიუროკრატები ქართველი ხალხის დასჯას უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ცდილობენ.
