ამ ადამიანს ავადმყოფობის არაფერი ეტყობა და რასაკვირველია, უნდა დაბრუნდეს საპატიმრო ადგილზე, ჩვეულებრივ რეჟიმში, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, პატიმრობის თემაზე სასაუბროდ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს სიტყვა არ აქვს ამოსაღები.
„საერთოდ, ამ პატიმრების თემასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს სიტყვა არ აქვს ამოსაღები. გარდა ამისა, ეს მუდმივად რევოლუციური მოწოდება, რაღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში საკუთარი თავის წარმოჩენა, ყოველდღიური განცხადებები, რომ ქვეყანას როგორმე შეერყეს საფუძველი, დაინგრეს, განვითარდეს დესტაბილიზაციის პროცესები და ამაში მისი მხარდამჭერები მისი ლიდერობით უნდა ყოფილიყვნენ მოწინავეთა რიგებში. ეს ერთი თემაა, პოლიტიკური და რაც შეეხება ჩვეულებრივ წესს და ნორმას, ამ ადამიანს ავადმყოფობის არაფერი ეტყობა და რასაკვირველია, უნდა დაბრუნდეს საპატიმრო ადგილზე, ჩვეულებრივ რეჟიმში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს დაბრუნდა.
