დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ტელევიზორშიო მარტო “რუსული არხები” მაქვსო. 306-ე საკნის ბინადარი გოგაშვილი გამახსენდა: შავNOდარას გადამღები ჯგუფი რომ დამახვედრა სოფლის სახლთან და ჟჟჟურნალისტმა – “მართალიაო, სუს-ში რომ მუშაობდით, თანამშრომლებს ოპერატიულ საბუთებს რუსულ ენაზე რომ აწერინებდით?”. იმდენი იძახეს ამ პარანოიკებმა “რუსული” ყველა ბრუნვაში, რომ ეს “რუსული პარანოია” ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. რეალურად “იმედს” უყურებს, მაგრამ – რუსული არხი ჰგონია. POS TV-ს რუსულ სერიალებზე – ხომ საერთოდ ეპილეფსია ემართება. ხოლო ის აზერბაიჯანული რომ ჰგონია – ალბათ “გურჯაანი TV” იქნება. იქაც შეურაცხადობას აწვება კლიენტი – ქართულ ტელესივრცეში – “რუსულ არხებს” უყურებს. თბილისში ახალი ფსიქიატრიულის აშენებას სამი წელი შეიძლება დაჭირდეს – ამიტომ იქ გადაყვანამდე, ციხის საკანს შეეგუოს…”

