14 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმში მზიანი ამინდი იქნევა. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა სოხუმში. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +17 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი დღე იქნება, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +15, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
