ბრიუსელი იმდენად არის შეჭრილი მენტორის როლში, ვხედავთ, რომ უკვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც კი ეხმაურება მათ ამგვარ პოზიციონირებას, – განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, მსგავს განზრახვებს წარმატების პერსპექტივა არ აქვს.
„ამის ძალიან კარგი მაგალითია თუნდაც საქართველო, სადაც ევრობიუროკრატები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ გარკვეული დიქტატის თავს მოხვევის რეჟიმში არამც და არამც მათ არ გაუვათ სუვერენულ სახელმწიფოებთან და ერებთან ურთიერთობების გარკვევა“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა:
„არ მგონია, რომ ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო სამართალი. ევროკავშირი ვერ გვასწავლის როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება“.
