სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პატრონებმა ამჯერად ორ მძიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული გახარია დაასაქმეს.
გახარია ზურაბიშვილის მსგავსად სტიპენდიატი გახდა, ოღონდ „ჰერტის სკოლის“. სკოლის ვებ-გვერდზე გახარიას შესახებ ინფორმაცია უკვე ატვირთულია. ყოფილი პრემიერის ბიოგრაფიაში წერია, რომ ის არის გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც საქართველოში წარმატებული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა.
როგორც „ჰერტის სკოლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გახარია უხელმძღვანელებს კვლევას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ ევროპული უსაფრთხოების პრიზმიდან. კვლევის მიზანს ევროკავშირში საქართველოს წევრობის შედეგების კრიტიკული შეფასება წარმოადგენს. კვლევაში გამოიყენება პრაქტიკული ინსტრუმენტები, ისეთები, როგორიცაა სიღრმისეული ინტერვიუ საკვანძო პირებთან, რომლებიც ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებში გადაწყვეტილებებს იღებენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სკოლას მჭიდრო პარტნიორობა აქვს „დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან“, NED-თან, რომელიც ღიად უჭერდა მხარს საქართველოში რევოლუციურ პროცესებს და რომელიც აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ ღიად დაადანაშაულა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში.
