„დინამო არენაზე“ ხვალ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
ესპანეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ნაკრების დებიუტანტ იური ტაბატაძესთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.
„სექტემბერისა და ოქტომბერის შეკრებისგან განსხვავებით, ახლა გუნდში გაცილებით კარგი განწყობაა. ვისაუბრეთ ხარვეზებსა და ფეხბურთელებისგან დადებითი ენერგია ვიგრძენი. ჩვენი მიზანი დიდი ემოციებითა და დიდი ამბიციებით თამაშია. საამისოდ კი ქომაგების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ექნება“, – აღნიშნა სანიოლიმ.
ამასთან, იური ტაბატაძემ გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა.
„ბიჭებს, ახალგაზრდები ვინც არიან, თითქმის ყველას ასაკობრივებიდანაც ვიცნობ და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. რაც შეეეხება უფროსებს, გასაოცრად მეგობრულები არიან“, – აღნიშნა ნაკრების დებიუტანტმა.
