გიორგი გახარია „დიფ სთეითის“ დაქირავებულ მოსამსახურედ მოგვევლინა, – ასე აფასებს „ქრონიკასთან“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი გიორგი გახარიას „ჰერტის სკოლის“ სტიპენდიატობას.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყოფილ პრემიერს საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული.
„საკმაოდ მძიმე ბრალდებებია. ერთი არის 20 ივნისის საკითხზე და მეორე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ფაქტი, ეს არის ჩორჩანას ამბავი, როდესაც მან უსაფრთხოების საბჭოსთან შეუთანხმებლად, თვითნებნურად, დანაშულებრივად გადადგა ნაბიჯი და საგუშაგო მოაწყო, რამაც გამოიწვია საოკუპაციო ძალების მხრიდან დამატებითი ძალების გადმოტყორცნა და მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი, ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ადგილი მოექცა ოკუპანტის ხელში.
„ჰერტის სკოლაში“ მის თანამშრომლად აყვანაზე, მარტივად შეგვიძლია ვნახოთ რა ხდება, „დიფ სთეითის“ დაქირავებულ მოსამსახურედ მოგვევლინა და ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პატრონებმა ამჯერად ორ მძიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული გახარია დაასაქმეს.
გახარია ზურაბიშვილის მსგავსად სტიპენდიატი გახდა, ოღონდ „ჰერტის სკოლის“. სკოლის ვებ-გვერდზე გახარიას შესახებ ინფორმაცია უკვე ატვირთულია. ყოფილი პრემიერის ბიოგრაფიაში წერია, რომ ის არის გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც საქართველოში წარმატებული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა.
