ისრაელში მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.
დემონსტრანტებმა 2023 წლის 7 ოქტომბრის საქმეზე სახელმწიფო გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა თელ ავივში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. დემონსტრაციები გაიმართა იერუსალიმში, ჰაიფასა და სხვა რეგიონებში.
როგორც ისრაელის მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ ისრაელელების უმრავლესობა მხარს უჭერს სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნას, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი კოალიცია უარყოფენ ამგვარი ორგანოს ჩამოყალიბების ნებისმიერ მცდელობას. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ.
კომენტარები
