აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან, შესაძლოა, მოლაპარაკებები დაიწყოს.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე ისაუბრებს მადუროსთან. მისივე თქმით, შეერთებული შტატები მადუროზე ზეწოლას გააგრძელებს.
ამასთან, „როიტერს“ ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა გასულ კვირას თეთრ სახლში სამი შეხვედრა გამართეს, სადაც ვენესუელის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციების ვარიანტები განიხილეს. გამოცემის ცნობით, მაღალჩინოსნებმა ასევე განიხილეს ქვეყნის შიგნით სახმელეთო დარტყმების შესაძლებლობა.
კომენტარები
