ბანგლადეშის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჰასინას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, შეიხ ჰასინას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს გასულ წელს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დარბევისთვის, რასაც, გაერო-ს შეფასებით, 1 400-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ძალადობრივი დარბევის ბრძანების გაცემაზე პასუხისმგებელი სწორედ ის იყო.
სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული ჰასინა დაუსწრებლად გაასამართლეს, რადგან ის ინდოეთში, ემიგრაციაში იმყოფება.
ცნობისთვის, 2024 წლის 5 აგვისტოს, ანტისამთავრობო აქციების ფონზე, შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა. ის ბანგლადეშს 15 წლის განმავლობაში მართავდა.
კომენტარები
