ქართველი პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი მამა გაბრიელის ახლო ნათესავია. გაბრიელ ურგებაძე თინას მამას ბიძაშვილად ერგებოდა.
თინა 40 დღის იყო, როცა მოინათლა და ნათლობის ცერემონია სწორედ მამა გაბრიელმა ჩაატარა.
ახლახან თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში საოცრად ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ მონტენეგროში, ერთ-ერთ ტაძარში მან მამა გაბრიელის ხატი აღმოაჩინა.

„ამ თემით არასოდეს მისარგებლია! არასოდეს ვიკადრებ, უბრალოდ ისეთ შოკში ჩავვარდი უნდა გაგიზიაროთ!
მონტენეგროში ვარ! ვისაც ევროპისკენ გზა გაეხსნა და დახმარება ჭირდება გვერდში ვუდგავარ! ჰოდა აქვე მშვენიერი პატარა მონასტერია და შევისეირნე შესვენებაზე გუშინ.
ზღურბლზე გადაბიჯებული არ მქონდა გავშეშდი. მამა გაბრიელის ხატია პირველი რასაც დაინახავთ როგორც კი შედიხართ!

თვალებს არ დავუჯერე, ძალიან ახლოს მივედი, წასაკითხად და როგორც ჩანს ისე ახლოს მივედი იქვე მდგომი მამაო შეწუხდა და მოვიდა, რას აკეთებო. ჰოდა თავზე ისე წამომადგა გული გამოსკდა და ბიძაჩემია შოკში ვარ მეთქი.
ჰოდა კარგად გამომკითხა ყველაფერი და აგერ მთელი დღეა იმის მერე მთელი ქალაქი ისე მესალმება ასე მგონია ხელის შეხებას ცდილობენ.
ასეთ ამბავში ვარ,“ – დაწერა თინა ხიდაშელმა.
