აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, მაშველებმა 39 წლის მამაკაცი და მისი 7 წლის ქალიშვილი გარდაცვლილები იპოვეს მას შემდეგ, რაც ისინი დიდმა ტალღამ ოკეანეში შეათრია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გოგონას ცხედარი მყვინთავმა, კვირას, სანაპიროდან 92 მეტრში იპოვა, ნაპირზე გამოიყვანა და ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინა.
მაშველებმა მამაკაცი წყლიდან შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მონტერეის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, პარასკევს, დაახლოებით 13:00 საათზე, 4.5-5 მეტრის სიმაღლის ტალღამ გოგონა და მისი მამა ზღვაში, რესტორან “როკი პოინტთან” ახლოს გაიტაცა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მამა-შვილთან ერთად, ტალღამ დედაც გაიტაცა, თუმცა მან სამშვიდობოს გამოღწევა შეძლო.
