უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, მას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილი მისწერა და უკრაინისთვის მეტი ფულის გამოყოფა სთხოვა.
როგორც ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ეს საკითხი ჰგავს ლოთის დახმარების მცდელობას მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით.
„დღეს პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისგან წერილი მივიღე. ის წერს, რომ უკრაინის დაფინანსების დეფიციტი მნიშვნელოვანია და წევრ სახელმწიფოებს მეტი თანხის გამოყოფას სთხოვს. ეს გასაოცარია. იმ დროს, როცა ცხადი გახდა, რომ ომის მაფია ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს ითვისებს, რეალური ზედამხედველობის ან გადახდების შეჩერების მოთხოვნის ნაცვლად, კომისიის პრეზიდენტი გვთავაზობს კიდევ უფრო მეტი თანხის გაგზავნას. მთელი ეს საკითხი ცოტათი ჰგავს ლოთის დახმარების მცდელობას მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით. უნგრეთს საღი აზრი არ დაუკარგავს“, – დაწერა ორბანმა.

