ეს აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის განახლებულ ანგარიშს – „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“.
„ჩვენი მიზანია ეკონომიკის გაძლიერება, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობასთან ერთად ხელს უწყობს ასევე ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის გზას. ეს მეორე მხრივ აჩვენებს სიყალბეს, ფეიკ კამპანიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა, რომ თურმე საქართველო შორდება ევროპულ გზას. ეს იმ ბიუროკრატების სინდისზე იყოს, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ნარატივები გაატარონ. სინამდვილეში თავად ბრიუსელსაც კი უჭირს ხოლმე ამ სტატისტიკის დაფარვა, ან სხვა გვარი ინტერპრეტირება“, – აცხადებს მახაშვილი.
ევროკომისიამ ნოემბრის განახლებული ანგარიში „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 2025 წელს 7,3% ი იქნება. უკრაინასა და მოლდოვაში მხოლოდ 1.6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ.
