აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია მოლაპარაკებები გამართოს ნიკოლას მადუროსთან – ვენესუელის ლიდერთან, რომელზეც ბოლო თვეებში ამერიკულმა მხარემ ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის ფარგლებში წნეხი გაზარდა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მადუროსთან მოლაპარაკებების გამართვა შეგვიძლია, ხოლო შემდეგ ვნახავთ, როგორ დამთავრდება ის“.
ტრამპის განცხადებით, მადუროს რეჟიმს აშშ-თან საუბარი სურს.
The Financial Times-ი წერს, რომ ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვენესუელის სანაპიროს თანამედროვე ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R Ford მიადგა.
კომენტარები
